"მექანიკური შეცდომები" ექსპერტიზის ოქმში - უკრაინელი ექსპერტის მოსაზრებები სამხარაულის დასკვნას თავდაყირა აყენებს

გამოქვეყნდა:

უცხოელი ექსპერტების შოკისმომგვრელმა დასკვნამ საზოგადოებას, 19 წლის ფეხბურთელის მკვლელების პოვნის ბოლო იმედიც გადაუწურა. 

ფეხბურთელის საქმეში ყველაზე შოკისმომგვრელი მისი გარდაცვალების დროა. უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შაქარაშვილი მდინარეში გადაგდებისას მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ტყუილია. არადა სწორედ პირველადი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაუჩნდათ ახალი ვერსიები უკრაინელ და ქართველ სპეციალისტებს. 

19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული მკვლელობის სკანდალურ მოსაზრებებზე უკრაინელმა კრიმინალისტმა, პირველად ნიკა გვარამიას ''მთავარ აქცენტებში'' ისაუბრა.

გალინა კარმოშინა ამტკიცებს, რომ ფეხბურთელი ორი დღე მძიმე მდგომარეობაში, თუმცა ცოცხალი იყო, სხეულის ხრწნა დაწყებული არ იყო, დაზიანებები კი იმდენად მძიმე იყო, რომ ფეხბურთელს სავარაუდოდ ფუძის მოტეხილობა ჰქონდა. ცხედარს გარკვეული მანიპულაციები აღენიშნებოდა, რასაც გვამური ლაქებიც მოწმობს, რაც კრიმინალისტის ვარაუდით ნიშნავს იმას, რომ ცხედარი პოვნამდე რამდენიმე საათით ადრე ჩააგდეს მდინარეში.  

შაქარაშვილის ცხედრის წყლიდან ამოყვანისას, პირველადი დათვალიერებისას შედგენილ ოქმში მითითებული იყო, რომ გვამური გაშეშება გამოხატული იყო ყველა ჯგუფის კუნთებში, რის გამოც დამოუკიდებელ ექსპერტებს თავის მართლება მოუხდათ. "მთავარ არხს" არა, თუმცა სხვა მედიასაშუალებებს უთხრეს, რომ პირველად ოქმში მექანიკური შეცდომა გაიპარა. 

ხელისუფლება დღეს ჯიუტად არ იმჩნევდა 19 წლის ბიჭის სიკვდილის ახალ ვერსიას. მთელი კამპანია ექსპერტის გალინა კარმუშინას გაშავებისთვის იყო მიმართული. 

გალინა კარმუშინა დონეცკის სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სრული პროფესორია, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი. ჰყავს ქართველი მეუღლე და წლებია თბილსიში ცხოვრობს. ის არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათიის" მოწვეული სპეციალისტია.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით,  დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში უფრო მეტი შეკითხვა ჩნდება, თუმცა ისინი საბოლოო დასკვნის შედეგებს ელოდებიან. 

იურისტები ფიქრობენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მიზანმიმართულად გააყალბეს, საქმის ჩაფარცხვაში მთავარ როლს კი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ასრულებენ.

საგამოძიებო უწყებამ სამხარაულის ბიუროს დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით უკვე მიმართა. ტერიტორიაზე უახლოეს პერიოდში კონკრეტული ჯგუფი ბიოლოგიურ და მიკრონაწილაკურ კვლევას ჩაატარებს. როდის დაიწყებს ექსპერტთა ჯგუფი მუშაობას უცნობია, თუმცა ტერიტორია უკვე მეორე კვირაა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი