ქუთაისის ციხესთან ადვოკატი შიმშილობს. ირინა საღინაძე პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც #2 პენიტენციალური დაწესებულების ადმინისტრაციამ საპყრობილეში, ვიზიტორების შესვლის წესი შეცვალა.
ადვოკატი ამბობს, რომ ციხეში სტუმრების ჩხრეკა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით მიმდინარეობს. და იმისათვის რომ ადვოკატი კლიენტს შეხვდეს, მან ციხეში შესვლამდე ფეხზე უნდა გაიხადოის, ან ე.წ რენდგენის აპარატით შემოწმდეს, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.