
ქუთაისში, ბუკიას ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ "მაგნიტის" ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა ობიექტში შესვლა შესასვლელი კარის მინის ჩამსხვრევით შეძლეს. წაღებულია 3 000 ლარამდე ღირებულების თამბაქო.
ამასთან, ქუთაისში, გუშინ, ასათიანის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაც გაძარცვეს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მხილებულები არიან არასრულწლოვნები.