გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პროცესს, სავარაუდოდ, ვერც 17 იანვარს დაესწრება

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილთან დედა, გიული ალასანია იმყოფება. მისი ინფორმაციით, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი 17 იანვარს ჩანიშნულ პროცესზე დასწრებას ვერც ფიზიკურად და ვერც დისტანციურად შეძლებს. 

"ისევ ისეთი მდგომარეობაა, არის მძიმედ. ის რაც მოხდა, გუშინ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პოლონეთის სეიმის გადაქყვეტილება. ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, პოლონეთია ბოლოს და ბოლოს. და თქვენ დაინახეთ, ადამიანები დიდხანს იდგნენ და გადაწყვეტილებას ტაშს უკრავდნენ. ასე რომ , ეს არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი.

გარდა ამისა, ყველამ მოვისმინეთ კონდოლიზა რაისის განცხადება, რომელმაც თქვა,რომ მისი ისტორიული როლი კიდევ შესაფასებელიაო. ეს სხვათა შორის პირველად არ უთქვამს ამ ქალბატონს , მაშინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია მოედანზე, რომ იყო, ეს იქაც თქვა, რომ თქვენ აქ რომ დგახართო არ დაგავიწყდეთ, ვის უნდა უმადლოდეთო და ჩემს შვილს ასახელებდა სწორედ“,-განაცხადა ალასანიამ.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი