სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე 6 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირა

გამოქვეყნდა:

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 5 ივლისს, ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ასევე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ძალადობაში მსჯვარდებულები პატიმრობაში დატოვა. 

მოსამართლე მაია თეთრაულმა მსჯავრდებულებს - დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს - სასჯელი 1 წლით შეუმცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ დაცვის მხარის საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოძალადე ჯგუფების წევრები ძალადობის ჯგუფურად ორგანიზების მუხლში გაამართლა.

პირველი ინსტაციით მათ სასჯელის სახედ 5 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯლი. დაკავებულებიდან ბრალს არცერთი აღიარებს. 

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ჰომოფობიური და პრორუსული ჯგუფების მხარდამჭერებმა მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი