ვარკეთილში, სავარაუდოდ, არასრულწლოვანებმა მაღაზია გაქურდეს

გამოქვეყნდა:

ვარკეთილში ორი ნაბიჯის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა 15 იანვარს ღამით მოხდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მაღაზიაში არასრულწლოვანები შეიჭრნენ. კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ რამდენიმე პირმა მაღაზიის კარი ჩაამტვრია.

უცნობია, რა წაიღეს ადგილიდან.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი