შურისძიება ოლიმპიურ ჩემპიონზე

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება და ქუჩური გარჩევა ახმეტაში - ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური მეგობართან ერთად დანით მიყენებული ჭრილობებით კლინიკაში აღმოჩნდა.

ცნობილია დაპირიპირების მიზეზიც: პარლამენტის ყოფილი წევრის ოჯახი სისხლიან ანგარიშსწორებას წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირებს, თუმცა სხვა ვერსია აქვს გიორგი ქისტაურის გარემოცვას, რომელმაც ზვიადაური და მისი მეგობარი ცივი იარაღით დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზვიადაურსა და ქისტაურს შორის დაპირისპირება 2012 წელს დაიწყო, რაც საბოლოოდ, სისხლიანი გარჩევით დასრულდა.

არ არის ის ტიპი ჩემი ძმა, რომ გაუტაროს და მოუთმინოს... მაგის გავლენების ქვეშ უნდა იყოს ახმეტის რაიონი, მევარ და ჩემი ნაბადიო, მაგრამ 21-ე საუკუნეში არ ხდება ესეთი რამე, - ამბობს ბრალდებულის და ხათუნა ქისტაური.

 ზურაბ ზვიადაური საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენებას გულისხმობს.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი