"მომავალ წელს ბინის ყიდვა ან ქირაობა თუ დაგჭირდებათ, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებთან გექნებათ საქმე" | თაზო დათუნაშვილი

გამოქვეყნდა:

"ასე თუ გაგრძელდა, მომავალ წელს ბინის ყიდვა ან ქირაობა თუ დაგჭირდებათ, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებთან გექნებათ საქმე" - ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" წევრი თაზო დათუნაშვილი რუსების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, 8 თვეში, საქართველოში, რუსეთის 12 ათასზე მეტმა მოქალაქემ 15 ათასზე მეტი შენობა-ნაგებობა შეიძინა, საიდანაც 13 ათასზე მეტი საცხოვრებელი ბინაა.

ბაზარზე არსებული, აქტიურ გაყიდვაში მყოფი უძრავი ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს!!!

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით:

  • 12 335 რუსეთის მოქალაქემ შეიძინა და უფლება დაარეგისტრირა 15 164 შენობა-ნაგებობაზე, რომლიდანაც 13 262 საცხოვრებელი ბინაა თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში;
  • ამის გარდა, კიდევ 10 975-მა რუსმა საქართველოს მასშტაბით 13 850 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა;
  • ამასთანავე, 93 კომერციულ ფართზე, რუსეთის 73 მოქალაქის მფლობელობა დარეგისტრირდა.

ეს ხალხი რუსეთიდან აქ ბევრი შავი თუ თეთრი ფულითაა “გამოქცეული” და ზემოთ მოყვანილი რიცხვები ადასტურებს ,რომ აქედან არსად “გაქცევას” არ აპირებენ!!!

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამ ქონების ფასებზეც მოქმედებს და წინა წლებთან შედარებით, როგორც ქირის, ისე გასაყიდი ფასები 50-100%-თ გაძვირდა.

სფეროს სპეციალისტები, 2023 წლის გაზაფხულზე, ფასების კიდევ საშუალოდ 30%-იან მატებას ვარაუდობენ. ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, თბილისის გარეუბანში ერთი კვადრატული მეტრის 1000 დოლარად ყიდვა ყველას სანატრელი გაუხდება!! ანუ ისედაც სულელურად გამკაცრებული საბანკო რეგულაციებისა და ამ კატასტროფული ფასების პირობებში, ათი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე უბრალოდ საცხოვრებელს ვეღარ იყიდის და ასევე გაძვირებული, გაორმაგებული ქირით მოუწევს ცხოვრება!!!

ასე თუ გაგრძელდა, მომავალ წელს ბინის ყიდვა ან ქირაობა თუ დაგჭირდებათ, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებთან გექნებათ საქმე.

იმის ახსნა კი არ მჭირდება, რომ ჩვენნაირი არასტაბილური ეკონომიკის ქვეყანაში, უძრავი ქონება ერთადერთი სტაბილური აქტივია და ამ აქტივების აბსოლუტური უმრავლესობა რუსების იქნება!!! ჩვენ ოკუპაციას ამჯერად ტანკებისა და მოღალატე ქართველების გარეშე, ასე ბანალურად, უძრავი ქონების დაპატრონებით მოახდენენ!!!, - წერს თაზო დათუნაშვილი. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი