8 თვეში, საქართველოში, რუსეთის 12 ათასზე მეტმა მოქალაქემ 15 ათასზე მეტი შენობა-ნაგებობა შეიძინა | სტატისტიკა

გამოქვეყნდა:

2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 სექტემბრამდე, 8 თვეში, საქართველოში რუსეთის 12,335 მოქალაქემ 15,165 შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირდა.

Interpressnews-ის მიერ იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, დარეგისტრირებული შენობა-ნაგებობებიდან 13,262 საცხოვრებელ ბინას წარმოადგენს. ასევე, 13,850 მიწის მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა რუსეთის 10,975 მოქალაქის საკუთრებაში.

გარდა ამისა, ამავე პერიოდში, 4,390 უძრავ ნივთზე რუსეთის ფედერაციის 3,771 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. ამასთან, 94 კომერციულ ფართზე რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 73 მოქალაქის საკუთრების უფლება.

რაც შეეხება გასულ წლებს, როგორც სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებშია აღნიშნული, 2020 წელს, 2 701 უძრავ ნივთზე რუსეთის ფედერაციის 2 366 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, 2021 წელს კი 4 332 უძრავ ნივთზე - 3 739 მოქალაქის საკუთრების უფლება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი