
5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულებს სააპელაციო სასამართლომ სასჯელი 1 წლით შეუმცირა. მოძალადე ექვსივე პირისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ მისჯილი 5-წლიანი პატიმრობა დღეს სააპელაციო სასამართლომ 4 წლამდე შეამცირა.
მოსამართლე მაია თეთრაულმა მიიჩნია, რომ 5 ივლისს ორგანიზებულ, ჯგუფურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ამიტომ ყველა მათგანს ჯგუფური ძალადობის ნაწილში ბრალი მოუხსნა. სასამართლოს სხდომათა დარბაზში განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს ახლა უკვე ბრალდებულების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებს, მოსამართლესა და პროკურორს.
ავტორი: ნინიკო გიგაური