"კანონიერი ქურდი" რეზო ლორთქიფანიძე შესაძლოა შეცდომით მოკლეს და რეალური სამიზნე სხვა "ქურდი" იყო

გამოქვეყნდა:

რუსული გამოცემა primecrime.ru წერს, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი რეზო ლორთქიფანიძე შესაძლოა შეცდომით მოკლეს და რეალური სამიზნე სხვა "კანონიერი ქურდი" - როინ უგლავა, იგივე "მათევიჩი" იყო. გამოცემის ცნობით, ამ დასკვნამდე მოკლული ლორთქიფანიძის გარემოცვა მივიდა. უგლავა ლორთქიფანიძის მეზობლად ცხოვრობდა. 

ეჭვი შეცდომით მკვლელობის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც თურქეთის პოლიციამ ეჭვმიტანილების სახელები შეიტყო. ისინი რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად ქურთები: ნაბო და რედუან მუსტაფაევები აღმოჩნდნენ.

 primecrime წერს, რომ ლორთქიფანიძე და უგლავა ერთ სადარბაზოში, სხვადასხვა სართულზე ცხოვრობდნენ. მკვლელობის დღეს ორივე მათგანი ლორთქიფანიძის მანქანით სახლიდან გავიდნენ - "როცა რეზო მარტო დაბრუნდა, მკვლელი, რომელიც მათ ელოდა, მანქანასთან მივიდა და მგზავრის მხარეს ფანჯრიდან პისტოლეტით ცეცხლი გახსნა, სადაც მისი გათვლის, მათევიჩი უნდა მჯდარიყო, თუმცა ასე არ აღმოჩნდა" - წერს გამოცემა.

როგორც პოლიციამ დაადგინა, მუსტაფაევები თურქეთში ორი მანქანით ბულგარეთიდან შევიდნენ. ისინი მკვლელობის ადგილიდან 250 კილომეტრში დააკავეს.

ტრაპზონში ქართველი "კანონიერი ქურდი", 64 წლის რევაზ ლორთქიფანიძე 15 იანვარს მოკლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი