
გუშინ, 20 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროში შაქარაშვილის საქმის კიდევ რამდენიმე ფიგურანტის გამოკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა. უწყება ბოლოს არასრულწლოვანმა ე.ხ-მ და ვანო თეგაძემ დატოვეს. თითქმის ექვსსაათიანი გამოკითხვის შემდეგ მათ შსს უკომენტაროდ დატოვეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ისინი მცხეთაში აგარაკზე ახალგაზრდებს შორის მომხდარი კონფლქტის შემდეგაც დარჩნენ. არსებული ინფორმაციით, სწორედ თეგაძემ იქირავა ანა გაბეჩავას წვეულებისთვის სახლი ნარეკვავში.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს.