"საქართველოში გრიპის შემთხვევები ოდნავ შემცირდა, მცირედით იმატა კოვიდის შემთხვევებმა" | ცერცვაძე

გამოქვეყნდა:

"საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ოდნავ შემცირდა და მცირედით იმატა კოვიდის შემთხვევებმა" - ამბობს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

მისი თქმით, ნოემბერი-დეკემბერი და შემდეგ თებერვალი-მარტი რესპირაციული ინფექციების პიკის პერიოდია, საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის.

"მთელს მსოფლიოში ამ წელს იყო რესპირაციული ინფექციების ძალიან მაღალი გავრცელება, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ სამი წელი კოვიდის გამო იყო მკაცრი რეგულაციები და ის რესპირაციული ინფექციები მათ შორის გრიპები ფაქტობრივად არ იყო. ახლა ეს რეგულაციები რომ მოიხსნა, წამოვიდა ეს სეზონური რესპირაციული ინფექციები. საქართველოშიც ძალიან ბევრია შემთხვევები ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში.

მაგალითად, ამერიკაში ყველაზე მაღალი რაოდენობაა რესპირაციული ინფექციების, 1990 წლის შემდეგ. არ ყოფნით საწოლები ხსნიან, დროებით ემერჯენსებს. საქართველოში ამ მხრივ გაუმჯობესდა ამჟამად სიტუაცია. სერიოზულად იყო გადატვირთული კლინიკები, თუმცა მოსახლეობა პანიკაში არ ყოფილა, რადგან ძალიან კარგად იმართება ყველაფერი, მაგრამ მოსახლეობის ცოტა ტენდენციურ ნაწილში მაინც იყო საყვედურები, რომ ძალიან ბევრია რესპირაციული ინფექციები, ვერ აუდის ჯანდაცვის სისტემა, არ არის სათანადოდ მომზადებული, - ეს არის დიდი სიცრუე.

არ არის მომზადებული კი არა, ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ჯანდაცვის სისტემა რესპირაციულ ვირუსებს. მართალია, ძალიან ბევრი რესპირაციული ინფექციაა, გადატვირთულია კლინიკები და არა კრემატორიუმი, როგორც ეს ზოგიერთ ჩვენზე უფრო ძლიერ ქვეყნებშია. ფაქტობრივად, ჩვენ კოვიდით გარდაცვალება მივიყვანეთ მინიმუმამდე.

საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ოდნავ შემცირდა. კოვიდის შემთხვევებმა ოდნავ მოიმატა, მხოლოდ მცირედით, დღეში 200 შემთხვევაზე მეტი არ გვაქვს. ეს მაჩვენებელი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვაგან ათეულათასი შემთხვევებია. გრიპების პროცენტული წილი ცოტა შემცირებულია, მაგრამ ამ სეზონზე მაინც დომინირებს გრიპები კონკრეტულად კი A ტიპის ვირუსი" - ამბობს თენგიზ ცერცვაძე [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი