ხორავას ქუჩის საქმეზე კალანდიას განაჩენს სააპელაციო სასამართლო დღეს გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე, სააპელაციო სასამართლო დღეს, 21 ივლისს განაჩენს გამოაცხადებს.

პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციოში საქმის მთავარი ფიგურანტის, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა გაასაჩივრა. 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულის დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს მოსამართლეთა კოლეგია რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავდა.

ადვოკატ ზურაბ თოდუას თქმით, თუ საპელაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს მათ საჩივარს, იქმნება პრაქტიკა, რომ ყველა ინსტანციის მოსამართლემ განაჩენს მხოლოდ ხელი მოაწეროს.

მოლოდინი რეალური, ობიქტური, მიუკერძოებელი გადაწყვეტილებისა ნაკლებად გვაქვს, რამეთუ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც განახორციელა ზეწოლა პირველი ინსტანციის სასამართლოზე იგივე პოლიტიკური ძალა იგივე მექანიზმებით ეცდება, თუ არ აქვს უკვე განხორციელებული, ზეწოლა სააპელაციო სასამართლოზე, - თქვა ზურაბ თოდუამ.

მიხეილ კალანდია დამნაშავედაა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, რისთვისაც 11 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. სწორედ ეს განაჩენია გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი