მოუხსენით ბრალი და გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია - საერთაშორისო ფონდი "სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის" საქართველოს ხელისუფლებას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს.
ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მედიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" იურისტთან და ნიკა გვარამიას მეუღლესთან შეხვედრის შემდეგ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ გვარამიას წინააღმდეგ არსებული ბრალი უნდა მოიხსნას.
სოფო ლილუაშვილი და თამთა მურადაშვილი ლონდონში სხვადასხვა ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს ხვდებიან და ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობაზე ინფორმაციას აწვდიან. შეხვედრები დღესაც გაგრძელდება.