
2007 წლის 7 ნოემბერის მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 21 ივლისს განახლდება. სხდომას მოსამართლეთა კოლეგია დისტანციურად ჩაატარებს.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ამ საქმეს "საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის" ფარგლებში სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან ერთად აკვირდება. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი, გიორგი კაკუბავა მიიჩნევს, რომ პროცესი დროში გაჭიანურებულია, რაც სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს, სწრაფ მართლმსაჯულებას ეწინააღმდეგება.
წინა პროცესი ჩატარდა დისტანციურად, თუმცა გამოვლინდა გარკვეული ტექნიკური ხარვეზები, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა აღმოიფხვრას. სხვა პროცესებთან შედარებით, მიხეილ სააკაშვილის პროცესი დროში გაჭიანურდა, ეს ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, - თქვა გიორგი კაკუბავამ.