საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი

გამოქვეყნდა:

Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, 21 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1049 ადამიანი;
  • გამოჯანმრთელებულია - 903;
  • მათ შორის გარდაცვლილი - 16;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5534;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 267,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 21 ივლისს დადასტურებული შემთხვევებიდან, 2-ის ინფიცირების წყარო უცნობია, 5 შემთხვევა კონტაქტს წარმოადგენს, ხოლო 3 შემოტანილია, მათ შორის ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

WHO-ს მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელმა 14 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი