მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს "ვივა მედში" და ციხის საავადმყოფოში გადაღებულ კადრებს პენიტენციური ხვალ გადასცემს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს "ვივა მედში" და ციხის საავადმყოფოში გადაღებული სრული ვიდეომასალა ხვალ გადაეცემათ. მოსამართლე გიორგი არევაძის განჩინებას სპეციალური პენიტენციური სამსახური მხოლოდ რამდენიმე დღის დაგვიანებით დაეთანხმა.

მოსამართლემ პენიტენციურს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა დაცული ვიდეომასალის გადაცემა ჯერ კიდევ გასულ წელს, 14 დეკემბრის სასამართლო პროცესზე დაავალა.

დაცვის მხარემ უნდა მიიღოს ყველა სახის ვიდეომასალა, რომელიც გადაღებულია მესამე პრეზიდენტის დაპატიმრების დღიდან - 2021 წლის 1 ოქტომბრიდან, 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით. მათ შორის ის კადრებიც, სადაც მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვისა და წაქცევის ეპიზოდებია ასახული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი