ბათუმში 40 წლამდე ქალი სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა 

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მაღალსართულიანი სახლიდან 40 წლამდე ასაკის ქალი ჩამოვარდა, შემთხვევა გუშინ მოხდა. 

გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ქალი გარდაცვლილი დახვდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი