სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე. საბოლოო გადაწყვეტილებში, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საქმეებზე მომუშავე მოსამართლეებმა გამოიტანეს, საქართველოს საგამოძიებო უწყებები კონვენციის მეორე მუხლის დარღვევაში არიან დადანაშულებული.
სასამართლო პირდაპირ წერს, რომ მტკიცებულებების შეგროვებისას და ძიების საწყის ეტაპზე დაშვებულია ხარვეზები და სწორედ ამ მიზეზით მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის სახელმწიფოს 25 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრება. უშუალოდ სიცოცხლის უფლების და არასათანადო მოპოყრობის ნაწილში სასამართლომ დარღვევა არ დაადგინა.