სპეცოპერაცია საგარეჯოში | არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა 4 ადამიანი მოკლა, დაჭრილია 3

გამოქვეყნდა:

სპეცოპერაცია საგარეჯოში - არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა 4 ადამიანი მოკლა, ხოლო დაჭრილია 3 პირი. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც ამ წუთებშიც კორპუსის მაღალი სართულიდან ისვრის, ყოფილი სამხედროა. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, მას თან აქვს ხელყუმბარები. 

ცნობილია ისიც, რომ საგარეჯოში უკვე გადაჰყავთ პოლიციის დამატებითი დანაყოფები. 

დამატებით ინფორმაციას შსს-ში ვაზუსტებთ და დეტალებს შემოგთავაზებთ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი