წალენჯიხის პოლიციის უფროსი ფეხითმოსიარულეს დაეჯახა

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩხოროწუ-ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე - ფეხით მოსიარულე 85 წლის ქალს პოლიციის მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზაზე გადადიოდა. მანქანას  წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს უფროსი მართავდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია მან გამოიძახა.

დაშავებული 85 წლის ქალი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ქალა-ფუძის მოტეხილობა აღენიშნება. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. 

წინასწარი ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად ქალის უყურადღებობა სახელდება. 

საგამოძიებო მოქმედებები კრიმინალურ პოლიციასთან ერთად პროკურატურამ ჩაატარა.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული. საქმეს პროკურატურა იძიებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი