თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ საკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე მორიგი პროცესი დაიწყო. 

დღევანდელ სხდომაზე ცენტრ "ემპათიას" 5 ექპერტი გამოიკითხება. მედიკოსები მესამე პრეზიდეტის მძიმე დიაგნოზებზე მოსამართლე გიორგი არევაძეს ამომწურავ ინფრომაციას მიაწვდიან.

ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დღესვე დაგეგმილია კლინიკა "ვივა მედის" ერთ-ერთი ექთნის გამოკითხვაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მომვლელი ექთანია. 

აღსანიშნავია, რომ თავად მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღევანდელ პროცესს ვერც დისტანციურად ესწრება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი