გარდაბანში 700-მდე ადამიანს PCR ტესტირება უტარდება

გამოქვეყნდა:

გამოცხადდება თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალა საკარანტინე ზონად - ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 21 ივლისს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე უნდა მიიღონ.  

ადგილზე ეპიდემიოლოგების 6 ჯგუფი უკვე მუშაობს და 700-მდე პირს PCT ტესტირება უკვე ჩაუტარდა. ტესტირების პასუხები დაახლოებით 24 საათში იქნება ცნობილი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირების სულ 23 შემთხვევაა, აქედან 14 სწორედ სოფელ ყარაჯალარში დაფიქსირდა. 

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას დღეს ეპიდემიოლოგებიც ესწრებიან. 

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისის მდგომარეობაში საქართველოში სულ კორონავირუსის 1049 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 903 და გარდაიცვალა 16 ადამიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი