
მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე პოლიციის თანამშრომლებს მოუწოდებს, არ შეასრულონ უკანონო დავალებები და დაიცვან პოლიციელის ფიცი. ამ შინაარსით აქცია მან დღეს, 21 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, "სამართლიანობის საინიციატივო ჯგუფის" წევრებთან ერთად გამართა.
აიძულებენ რიგით პოლიციელებს, რომ დაარღვიონ თავიანთი, პოლიციელის მიერ დადებული ფიცი, რომელიც მოიცავს რამოდენიმე პუნქტს, ეს შემოიფარგლებოდა რამოდენიმე გახმაურებული საქმით, მათ შორის მუხთალის საქმეში, როდესაც რიგითმა პოლიციელებმა გაიტაცეს მაღალჩინოსნების დაკვეთით და საზღვარი გადააკვეთინეს, მაჩალიკაშვილი საწოლში ჩაცხრილეს, დეკანოზის ციანიდის საქმე შეუკერეს დეკანოზს, - თქვა თორნიკე მამალაძემ.
მამალაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს პოლიციელის ფიცი გაუგზავნა და მოუწოდა, შეწყვიტოს ზეწოლა სამართალდამცველებზე და არ მიაღებინოს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები.