რას სთავაზობს სახელმწიფო ომგამოვლილ პირებს რეაბილიტაციისთვის? - საგარეჯოს ტრაგედია და მიზეზები

გამოქვეყნდა:

დანაშაული შემზარავია. საქართველოში ჯერ რომ არ მომხდარა ისეთი. საგარეჯოს ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მკვლელმა ავტომატის ჯერით  5 ახალგაზრდას სიცოცხლე წამებში დაასრულა, 5 ადამიანი კი მძიმედ დაჭრა. საზარელი სასაკლაო ყოფილმა სამხედრომ მოაწყო. 49 წლის ნოდარ ათუაშვილმა 20 იანვრის შუაღამისას  ყველა გაიმეტა. მოკლა პოლიციელი და ცეცხლი გაუხსნა დაჭრილების საშველად მისულ ექიმებს.

ამ სასტიკი დანაშაულის ჩამდენს რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მომხდარის პირველივე წუთიდან ადასტურებდა ყველა - მეზობლები, ოჯახის წევრები თუ ნათესავები. თუმცა, ახლა სახელმწიფო ცდილობს პასუხისმგებლობა მოიხსნას და მომხდარის სხვა ვერსია განავითაროს. 

რატომ ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული ყოფილმა სამხედრომ და იცოდა თუ არა სახელმწიფომ ათუაშვილის მძიმე ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ?  რას სთავაზობს სახელმწიფო ვეტერანებს, როგორია მათი სოციალური დაცვის გარანტიები, პენსია თუ დასაქმების პერსპექტივა. აქვთ კი ყოფილ სამხედროებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა? საიდან ჰქონდა იარაღი ათუაშვილს? ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ჯარში ნამსახურევი და ომგამოვლილი პირების რეაბილიტაციისთვის საჭირო პროგრამების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი