გარდაბნის სოფლები საკარანტინე ზონად არ გამოცხადდება - ეს გადაწყვეტილება დღეს, 21 ივლისს გამართულ საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირების სულ 23 შემთხვევაა, აქედან 14 სწორედ სოფელ ყარაჯალარში დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭო სოფელ ყარაჯალას წითელ ზონად გამოცხადებაზე მსჯელობდა. ადგილზე მომუშავე ეპიდემიოლოგების ექვსმა ჯგუფმა PCR ტესტი 700-მდე ადამიანს ჩაუტარა, რომელთა ტესტირების პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისის მდგომარეობაში საქართველოში სულ კორონავირუსის 1049 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 903 და გარდაიცვალა 16 ადამიანი.