ტყიბულში მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. დაშავებული ამ წუთებში საავადმყოფოში გადაყავთ. ჯერჯერობით უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
"მთავარის" იმერეთის კორესპონდენტის მოპოვებული ინფორმაციით, მეშახტე მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებდა და ხელფასის გაზრდას მოითხოვდა.
"მთავარი" დეტალებს ადგილზე არკვევს.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულელი მეშახტეები უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასა და ხელფასების ზრდას უკვე რამდენიმე კვირაა მოითხოვენ. შახტის თანამშრომლებმა 10 ივნისს მუშაობაზე უარი განაცხადეს, მას შემდეგ, რაც შახტში ინციდენტი მოხდა და 22 მეშახტე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.