"მითხრა, რომ თუ პოსტს არ ავიღებდი, ლიკვიდაციას მომიწყობდა" | ყოფილი უფროსის სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა თანამშრომელ ქალზე

გამოქვეყნდა:

სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა მაკა ბაზღაძეზე ახლაც გრძელდება. დაზარალებულმა მოგვაწოდა მიმოწერის ფოტოები, სადაც ყოფილი უფროსი გოჩა კაცაძე სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალმა ქუთაისში, შპს ბალასტის ტერიტორიაზე მყოფ ძაღლზე კაცაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობა საჯაროდ გააპროტესტა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო კაცაძემ ქალი ჯერ სამსახურიდან გააგდო, ახლა კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

ლანძღვით წამოვიდა მუქარები, ლანძღვა, რომ ამეღო პოსტი. რომ არ ავიღე პოსტი ამ ძაღლთან დაკავშირებით, მერე გადმოვიდა მუქარაზე ჩემი უფროსი. ვმუშაობ მე მანდ, ხოდა მითხრა, რომ ლიკვიდაციას მომიწყობდა ოპერაციაზე, საავადმყოფოში ვწევარ, ავად ვარ, ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, თუ პოსტს არ ავიღებდი. შვილი ხო გყავსო და კი-მეთქი და არ გეშინია, რომ რამე დაემართოს შენს შვილსო?, - ამბობს მაკა ბაზღაძე.

თავად კომაპნიის მენეჯერი, გიორგი ვაშაკიძე მუქარის შესახებ ინფორმაცია უარყოფს და ამბობს, რომ მაკა ბაზღაძის განცხადება ტყუილია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი