ოკუპირებულ აფხაზეთში საქმე აღძრეს პირზე, რომელიც, მათი ცნობით, თავს ქართულ მხარეს აფარებს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული სოხუმის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მოქალაქე რუსლან გამისონიას წინააღმდეგ, რომელიც 2022 წლის ზაფხულის შემდეგ ქართულ მხარეს აფარებს თავს. 

დე ფაქტო უწყება ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისა და მედიაში საჯარო მოწოდებების გამო, რომლებიც "აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობასთან წინააღმდეგობაში მოდის"

ე.წ. პროკურატურა ამბობს, რომ 2022 წლის აგვისტოში გამისონიამ სოციალურ ქსელ Tik Tok-ზე, ბუავ დაურ ტარიელოვიჩის სახელზე რეგისტრირებულ გვერდზე, გამოხატა იდეები ვიდეოებით, რომლებიც "შეიცავს ფარულ მოწოდებას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევის შესახებ", რომ აფხაზეთი "შეუერთდეს" საქართველოს. 

მათივე ცნობით, გამისონია განზრახ მკვლელობისთვისაა გასამართლებული, ასევე გულრიფშის რაიონულმა სასამართლომ ადრე გაასამართლა რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქის მიმართ გაუპატიურებისა და გარყვნილი ქმედებების ფაქტზე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი