სოფელ ჩუმლაყში 37 წლის მამაკაცი სარწყავ არხში დაიხრჩო

გამოქვეყნდა:

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე, 37 წლის მამაკაცი სარწყავ არხში დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი არხში საბანაოდ შევიდა და წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. 

მამაკაცი სოფელ ველისციხის მკვიდრი იყო, მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, მეუღლე კი 2 წლის წინ სიმსივნის დიაგნოზით გარდაეცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი