ბათუმში, 6 მაისის პარკში, სასტიკად მოკლული ძაღლი იპოვეს - მომხდარზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

ბათუმში, 6 მაისის პარკში, სასტიკად მოკლული ძაღლი იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცხოველთა უფლებადამცველმა, თეონა ყურშუბაძემ გაავრცელა. ის დამნაშავის დასჯას ითხოვს.

ქალი პოლიციის მეორე განყოფილებაში უკვე გამოკითხეს, დანიშნულია ექსპერტიზაც. ყურშუბაძის ინფორმაციით, ასეთი მძიმე დაზიანებები ორი თვის წინ კიდევ ორ ცხოველს მიაყენეს.

"პირველი შემთხვევა არ არის, დამთხვევა არის ისევ იგივე ადგილას ამ ცხოველის დაჭრა. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ვიღაც შეგნებულად დადის და ანადგურებს მიუსაფარ ცხოველებს და უსწრაფავს სიცოცხლეს ასეთი მეთოდებით", - ამბობს ყურშუბაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლის წამებით, სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი