არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული დ.თ-ს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

უწყების ინფორმაციით, შემთხვევა 2019 წლის 17 დეკემბერს მოხდა.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა დ.თ. 2019 წლის 21 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - წერია უწყების განცხადებაში.

ბრალდებულის აღმკვეთზე თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი