დავით კეზერაშვილის საქმე - სააპელაციოში მორიგი პოლიტიკური სასამართლო მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დავით კეზერაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადმინისტრაციულ დავაზე მოსამართლეთა კოლეგია ოთარ სიჭინავას, ლაშა თავართქილაძისა და გოჩა ჯეირანაშვილის შემადგენლობით მსჯელობს. 

თავდაცვის ყოფილ მინისტრს უწყებისთვის მატერიალური ზიანის მიყენებას ედავებიან და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ. 

პირველი ინსტანციის სასამართლომ, 2022 წლის 29 მარტს, გაიზიარა ბრალდების მხარის ვერსია და კეზერაშვილს 5 მლნ ევროს ანაზღაურება დააკისრა. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.

პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.

დავით კეზერაშვილთან ერთად  დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდნენ  შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსსაც, ალექსანდრე ნინუას. 

კეზერაშვილის ერთადერთი აქტივი საქართველოში ტელეკომპანია "ფორმულაა". ადვოკატები აცხადებენ, რომ პოლიტიკური სასამართლოს საბოლოო მიზანი სწორედ დამოუკიდებელ მედიაზე დარტყმაა. 

აღნიშნული საქმე თავიდან სისხლის სამართლის წარმოება იყო და ის პირველ და მეორე ინსტანაციებში კეზერაშვილმა მოიგო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ის გაამტყუნა და 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა დაუსწრებლად. ამ დროს უზენაესის კოლეგიის ერთ ერთ წევრი ივანიშვილს ყოფილ ადვოკატი შალვა თადუმაძე იყო.

ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ კვლავ  მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოება ზარალის ანაზღაურების მუხლით. თავდაცვა ამტკიცებს, რომ წვრთნებში გადახდილი თანხა კეზერაშვილმა მიითვისა და წვრთნები არ ჩატარებულა. 

დღეს, სააპელაციოში მიმდინარე პროცესზე კეზერაშვილის ადვოკატებმა 2 შუამდგომლობა დააყენეს. ისინი ითხოვდნენ იმ მოწმებიის გამოკითხვას, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ წვრთნები ჩატარდა. საუბარია გენერალური შტაბის მაშინდელ ხელმძღვანელზე ზაზა გოგვაზე, სამხედრო ჯარების სარდალ მამია ბალახაძეზე, რომელიც ამჟამადა თავდაცვაში მუშაობს და მინისტრის მაშინდელ მოადგილე ვერა ძნელაძეზე, რომელიც შესყიდვებზე იყო პასუხისმგებელი. 

სააპელაციომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობა არც პირველმა ინსტანციამ დააკმაყოფილა განხილვის საწყის ეტაპზე. 

რაც შეეხება მეორე შუამდგომლობას რომელზეც ამჟამად მსჯელობენ - კეზერაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული. მათ წარადგინეს კეზერაშვილის წინააღმდეგ, სახელისუფლებო პროპაგანდისტული განცხადებები, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მუქარები. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი