43 წლის თეა ქიმბარაშვილი და მისი 63 წლის დედა საკუთარმა ძმამ მოკლა. შემთხვევა გამთენიას სოფელ ჭოპორტში მოხდა.
ადგილობრივებმა იციან, რომ ლაშა ქიმბარაშვილმა ოჯახის წევრები საძინებელში სანადირო თოფით დახოცა, თუმცა მოტივზე ვერ საუბრობენ. მათივე ცნობით, განსაკუთრებული სისასტიკით ის დას მოექცა. ცეცხლნასროლი ჭრილობების გარდა, თეა ქიმბარაშვილს დაზიანებები ცივი იარაღითაც ქონდა მიყენებული.
ლაშა ქიმბარაშვილმა დილის 7 საათზე სანადირო თოფიდან მინიმუმ 2-ჯერ გაისროლა. ადგილობრივებს გასროლის ხმა არ გაუგიათ. თუმცა სოფელში ამბობენ, რომ ერთ-ერთ მეზობელს დედისა და დის მკვლელი მამაკაცი გამთენიას ეზოში თოფით დაუნახავს, თუმცა მისი შეჩერება ვერ მოასწრო. სანადირო თოფიდან გასროლით დედა ადგილზე გარდაიცვალა, თეა ქიმბარაშვილი კი საავადმყოფოში მიყვანამდე.
ადგილობრივების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ლაშა ქიმბარაშვილს მიმალვა არ უცდია. ის სახლის პირველ სართულზე ოთახში ჩაიკეტა და პოლიციას ელოდა.
თეა და ციცო ქიმბარაშვილების ცხედრები ამ დროისთვის პროზექტურაში არიან გადასვენებული. ახალგაზრდა ქალი თუშეთის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მიმღები ექიმის ინფორმაციით, დაწესებულებაში შეყვანისას ახალგაზრდა ქალს გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.
ლაშა ქიმბარაშვილი ამ დროისთვის პოლიციაში გადაყვანილი. ნათესავების ინფორმაციით, მან გამოძიებას აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა.
ჭოპორტში მომხდარს პოლიცია ოჯახის ორი ან მეტი წევრის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლით იძიებს. სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ ქიმბარაშვილების სახლიდან პოლიციამ მტკიცებულებები რამდენიმე დალუქული პარკით წაიღეს.