ვინ დაკრძალავს საგარეჯოში თავდამსხმელს | ოჯახი ნოდარ ათუაშვილის ცხედრის მიღებაზე უარს ამბობს

გამოქვეყნდა:

საგარეჯოში მომხდარში საზარელი თავდასხმიდან 4 დღის შემდეგ, ნოდარ ათუაშვილის ცხედარი კვლავ გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია დასვენებული. ყოფილი სამხედროს დაკრძალვაზე ოჯახის წევრები და ახლობლები უარს ამბობენ.

სავარაუდოდ სახელმწიფოს მოუწევს დაკრძალვის ხარჯების დაფარვა და ყველა საჭირო პროცედურის ჩატარება. პარალელურად გრძელდება გამოძიება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის ვერსიებზე კვლავ დუმს.

შესაბამისად, უცნობია, როგორ აღმოჩნდა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება ათუაშვილის ნაქირავებ ავტოფარეხში.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი