შაქარაშვილის საქმე - დაკითხვების სერია გრძელდება

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვების სერია შინაგან საქმეთა სამინისტროში ისევ გრძლედება. ამჯერად გამომძიებლების შეკითხვებს კონსტანტინე ღიბრაძე, იგივე DJ კოკომ უპასუხა. საგამოძიებო უწყებაში კიდევ ერთხელ დაიბარეს საბედისწერო დაბადების დღის იუბილარი ანა გაბეჩავაც. 

ადვოკატები ითხოვენ, რომ საქმის ფიგურანტები მაგისტრი მოსამართლეების თანდასწრებით დაიკითხონ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციით კიდევ და კიდევ უფრო აბსურდული გახდება ის წარდგენილი ბრალდება, - ამბობს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

შაქარაშვილის საქმე უკვე 21-ტომიანია. დეტალებს სწავლობს სახალხო დამცველის აპარატიც, თუმცა ამ დროისთვის ნინო ლომჯარია კონკრეტული შეფასებებისგან თავს იკავებს.

გარკვეული არათანხვედრა ჩვენებებში ჩანს, თუმცა უნდა შევისწავლოთ გამოძიების მასალები, რომ გავაკეთოთ შეფასება. რა თქმა უნდა, პარალელურ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დავინახოთ ობიექტური სურათი საქმეში არსებული მასალიდან. - ამბობს ლომჯარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი