ქუთაისში, ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა - გამოძიება 109-ე მუხლით გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, 30 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. ესმა ნორაკია არც მოტივთან დაკავშირებით გავრცელებულ ვერსიას ეთანხმება და ამბობს, რომ მიზეზი ეჭვიანობა არ ყოფილა. რაც შეეხება მეუღლის შესაძლო მონაწილეობას, ადვოკატი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

სასამართლო პროცესი კი ბრალის წარდგენიდან 24 საათში ჩაინიშნება. ჯერჯერობით უცნობია რა შუამდგომლობები ექნებათ დაცვისა და ბრალდების მხარეებს.

გამოძიებამ დღესვე დაზარალებულად ცნო მოკლულის ოჯახი და მის ადვოკატებს საქმის მასალები გადასცა.

მკვლელობა ქუთაისში 18 ივლისს მოხდა. პოლიციამ ბრალდებული მეორე დღეს დააკავა. საქმე კი თავდაპირველად 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

გამოძიების ინფორმაციით, მოკლულს ცივი იარაღით ბრალდებულმა რამდენიმე ჭრილობა მიაყენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი