დაისაჯონ მკვლელები - გორის სასამართლოსთან გარდაცვლილი, ლევან გვიმრაძის ოჯახმა აქცია გამართა

გამოქვეყნდა:

მკვლელები დაისაჯონ - ამ მოთხოვნით, სოფელ კარბში გარდაცვლილი, 33 წლის ლევან გვიმრაძის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა, გორის რაიონული სასამართლოს წინ აქცია გამართეს. 

მათ საქმეზე დაკავებული ასაკოვანი ქალისთვის ბრალის დამძიმება მოითხოვეს. 

"დაშინებულები ჰყავთ მოწმეები. თუ მართალი ხალხია, დღეს რომ მითხრა დავინახე თავში ჩაარტყა და მოკლაო, ხვალ რატომ უარყოფს, რომ არ მითქვამსო, ესე იგი დაშინებულია ის ადამიანი", - თქვა ერთ-ერთმა ახლობელმა.

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში 2022 წლის 10 ივლის მოხდა. თანასოფლელებს შორის სარწყავ წყალზე დაწყებული უთანხმოება მსხვერპლით დასრულდა. ლევან გვიმრაძე ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებებით 18 ივლისს, კლინიკა გარდაიცვალა.

საქმეზე სასამართლომ არსებითი განხილა დაიწყო, დაიკითხნენ მოწმეები. დაკავებულ ქალს, ბრალი წარდგენილი აქვს სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლით, გარდაცვლილის ოჯახი ბრალის დამძიმებას მოითხოვს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი