გორში "სოკარის" სერვისცენტრი გაქურდეს - წაღებულია დასამონტაჟებლად გამზადებული გათბობის სისტემა

გამოქვეყნდა:

ქურდობა გორში - წმინდა წყლის დასახლებაში კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის"  სერვისცენტრი გაქურდეს. 

წინასწარი ინფორმაციით, მოპარულია გათბობის სისტემა, რომელიც დასამონტაჟებლად იყო გამზადებული.

შემთხვევა, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. სულ წაღებულია 3 ე.წ. საქვაბე. 

ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, საქმეზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ამ წუთებში აწარმოებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი