რამოდენიმე დღეა ჟღერდება, არ ვიცი რატომ, არც ერთ შემთხვევაში ექიმის მიერ, გონების კარგვის ეპიზოდი დაფიქსირებული არ ყოფილა - აცხადებს ვივა მედის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და უარყოფს მესამე პრეზიდენტის ოჯახისა და ადვოკატების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომ მან გონება ბოლო დღეებში სამჯერ დაკარგა.
ჩხაიძეს გიული ალასანიამ უპასუხა:
"ე.ი მატყუებს ჩემი შვილი? აბა მე იქ არ ვყოფილვარ და ვამბობ იმას, რასაც ჩემი შვილი მეუბნება. რას ნიშნავს არ სჯერათ, ბადრაგებმა ამაყენესო და ჰკითხონ იმ ბადრაგებს" ამბობს გიული ალასანია ჩხაიძის პასუხად.