სააპელაციომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

გამოქვეყნდა:

სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმეზე დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ბრალდებულებმა: მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ განაჩენი პარტია "ლელოს" ოფისში მოისმინეს, პროცესს კი ავტო წერეთელი და ადვოკატები დაესწრნენ. 

შეგახსენებთ, პირველმა ინსტნაციამ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი დამნაშვეებად სცნო თაღლითობაში, 7-წლიანი პატიმრობაც შეუფარდა, თუმცა ხანდზმულობიდან გამომდინარე ისინი ციხეში ვერ გაუშვა.

საქმე ფულის გათეთრების მუხლით მას შემდეგ აღიძრა, რაც ანაკლიის პორტის ინვესტორებმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დაიწყეს. რომ არა ფულის გათეთრების მუხლი, 15 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე გამოძიებაც კი ვერ დაიწყებოდა, ხანდაზმულობის გამო. საბოლოოდ ფულის გათეთრება ვერ დადგინდა, თუმცა პოლიტკურმა სასამართლომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენები თაღლითებად გამოაცხადა. 

საქალაქოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს.

ადვოკატები გამამართლებენ განაჩენს, პროკურატურა კი კვალიფიკაციის შეცვლას და სამივე პირის ე.წ. ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი