
გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ანა გაბეჩავას 4 საათიანი გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ გაბეჩავა უწყებაში კიდევ დაიბარონ.
ტრაგიკული დაბადების დღის იუბილარი და წვეულების რამდენიმე სტუმარი, დღეს თითქმის თელი დღის განმავლობაში იკითხებოდნენ. რა თემაზე აქვს გამოძიებას დამატებითი კითხვები უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დამატებითი ფაქტების დადგენის შემდეგ სამართალდამცველები ბრალდების მუხლს დაამძიმებენ.