
ბრიტანელმა ექსპერტმა, ფსიქიატრმა, კორნელიუს კატონამ დღევანდელ პროცესზე იმ რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელიც მან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გასცა.
"ფსიქოლოგიური მკურნალობა ვერ იქნება ეფექტური თუ სააკაშვილი იქნება იქნება იმ გარემოში, სადაც არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ და გრძნობს საშიშროების არსებობას. სააკაშვილს აქვს დემენცია და ეს დებულება სრულ თანხმობაშია დოქტორ გოლდსმიტის დასკვნებთან. ასევე მესმის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტებით, განსაზღვრულია, რომ პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში. მისი პატიმრობა ხელისშემშლელი ფაქტორია, რომ მისი პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დემენცია იქნეს ადეკვატურად ნამკურნალევი. მე 12.5 პუტნქტში ვეთანხმები დოქტორ ლაჰანსა და გოლდსმიტს, რომ სააკაშვილის მკურანლობა უნდა მოხდეს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, ისეთ ქვეყანაში, რომელსიც ის თავს გრძნობს უსაფრთხოდ" ,- ამბობს კატონა.
ამასთან ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვაზე - არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი, ფსიქიატრი პასუხობს - დიახ. მისივე თქმით: "და ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება ძირითადი ბარიერი, რომ მან მოიხადოს სასჯელი".
ხოლო ადვოკატის კითხვაზე, რა მოხდება თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დარჩება პასუხობს დაავადებები, რომლებიც მას აქვს დამძიმდება. "მას აქვს საკმაოდ მძიმე კოგნიტური დარღვევები, რომელთა გამომწვევი მიზეზების დადგენა რთულია და თუ მიზეზი არ იქნება აღმოჩენილი და შესაბამისი მკურანლობა არ იქნება დანიშნული, კოგნიტური დარღვევების სიმძიმე გაღრმავდება".- ამბობს ექიმი.