კიდევ ერთი გახმაურებული საქმე სტრასბურგის სასამართლოში. პოლიციაში არასათანადო მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი ამირან კვირიკაშვილის ოჯახის სახელით შევიდა.
საქმე ეხება 2017 წლის 28 ოქტომბერს მომხდარ ამბავს,როდესაც ხარაგაულში მცხოვრებმა ახალგაზრდა კაცმა თავი პოლიციელების ზეწოლისა და მუქარის შემდეგ მოიკლა.
თვითმკვლელობამდე მიყვანისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე პროკურატურაში უკვე 5 წელია გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა არავინ დასჯილა და სავარაუდო დამნაშავეები ახლაც სამართალდამცავ უწყებაში მუშაობენ. სარჩელის ავტორი სოციალური სამართლიანობის ცენტრია.