ბათუმში 42 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს - ოჯახის თქმით, ის აწამეს და შემდეგ მოკლეს

გამოქვეყნდა:

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალს გლოვობენ. ბათუმში, რამდენიმე დღის წინ, სამუშაოდ წასული დალი ელიზბარაშვილი პოლიციამ გარდაცვალი იპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალის სიკვდილის პირველად მიზეზად სუიციდს ასახელებს, ოჯახი კი ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა და ხელახალ ექსპერტიზას ითხოვს. 

"პოლიციამ გვითხრა, რომ ეჭვმიტანილი ჰყავდათ აყვანილი, შემდეგ ჩვენ რომ დავიწყეთ თუ ეჭვმიტანილი ჰყავდა აყვანილი, რატომ გვითხარით, რომ თვითმკვლელობა იყო, რამოდენიმე ხნის შემდეგ გვეუბნებიან, რომ უი ბოდიში, შეგვეშალა.ეჭვმიტანილი არ გვყავს აყვანილი. ჯერ ამბობდნენ,რ ომ თავი ჩამოიხრჩო, შემდეგ სხვა ვერსიებს, შემდეგ ეჭვმიტანილი ავიყვანეთთ, შემდეგ ბოდიში, არ გვყავს აყვანილიო",- ამბობს ნიკა ელიზბარაშვილი, გარდაცვლილის შვილი. 

ბათუმიდან მშობლიურ სოფელში გადასვენების შემდეგ, ოჯახის წევრებმა ქალის ცხედარზე დაზიანებები აღმოაჩინეს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ 42 წლის დალი ელიზბარაშვილი ჯერ აწამეს, შემდეგ კი მოკლეს. 

დალი ელიზრაბაშივლი ბათუმში ქირით ცხოვრობდა და მუშაობდა. სამართალდამცველებმა ოჯახს უთხრეს, რომ დალი ელიზბარაშვილი აბაზანაში გარდაცვლილი ნახეს. 

"ეს არის ნაცემი! ნატანჯი და ნაწამებია ჩემი შვილი. ხან რას იტყვიან, ხან რას. რას მიბრმავებენ თვალებს. ვის სცემა? ვინ მომიკლა? ლაპარაკობენ ვითომ დაიხრჩო თავიო, რატომ უნდა დაეხრჩო თავი?" ,- ამბობს მანანა ელიზბარაშვილი, გარდაცვლილის დედა. 

გარდაცვლილი 42 წლის ქალის ცხედარი 25 იანვარს ნახეს. ოჯახის მოთხოვნის თანახმად, ხელახალი ექპსერტიზის დანიშვნაზე გომელაურის უწყება კომენტარს არ აკეთებს. 

შსს-ს ცნობით, ბათუმში 1980  წელს დაბადებული ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. 

გამოძიების ფარგლებში ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი