მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იკვლევს - როდის დასრულდება შესწავლა

გამოქვეყნდა:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, ლელა ჯანაშვილის ცნობით, პენიტენციური სამსახურის მიერ კლინიკა "ვივამედში" მყოფი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროების საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.

მისი თქმით, სამსახურის გადაწყვეტილება აპრილამდე გახდება ცნობილი.

„ამ საკითხზე სამართლებრივ პოზიციას წინმსწრებად ვერ დავაფიქსირებ იმდენად, რამდენადაც აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს შესწავლა. მალე, სამსახური აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამცნობს. მოკვლევა დაწყებულია და მიმდინარეობს შესწავლა. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს შესწავლას. აპრილამდე დასრულდება”, - თქვა ლელა ჯანაშვილმა.

ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა "იმედის" ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების "სწორად ინფორმირება" იყო. 

2022 წლის 15 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შესწავლა დაიწყო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი