
გვიან ღამით დასრულდა შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი კოკო ღიბრაძის გამოკითხვა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ღამის 2 საათზე გამოსულ დიჯეის გამოკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ საქმის ახალი დეტალები საზოგადოებისთვის სულ მალე გახდება ცნობილი.
ხელახლა გავიარეთ ის ფაქტები დაგარემოებები, რაზეც მე მქონდა ინფორმაცია და ასევე იყო დამატებითი შეკითხვები... სოციალური ქსელს არ შეეხებოდა, - აღნიშნა ღიბრაძემ.
საგამოძიებო უწყებაში გვიან ღამემდე იმყოფებოდა მცხეთის აგარაკზე მყოფი ერთ-ერთი არასრულწლოვანიც. რა კითხვები ჰქონდა მასთან გამოძებას უცნობია. მან და მისმა უფლებადამცველმა შსს უკომენტაროდ დატოვეს.