ქუთაისში მოშიმშილე ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ირინა საღინაძე კლინიკაში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, მეორე პენიტენციალურ დაწესებულებასთან მოშიმშილე ადვოკატის, ირინა საღინაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

უფლებადამცველმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ციხის ადმინისტაციამ საპყრობილეში ვიზიტორების  შესცვლის წესი შეცვალა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ციხეში სტუმრების ჩხრეკა არაცივილურად, ადამიანის უფლებების დარღვევით მიმდინარეობს.

მოშიმშილე უფლებადამცველის თქმით, იმისათვის, რომ ადვოკატი ციხეში თავის კლიენტს შეხვდეს, მან ფეხზე უნდა გაიხადოს, ან კიდევ ე.წ. რენდგენის აპარატით შემოწმდეს, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი