Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, 22 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში:
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი შემთხვევებიდან 5 არის იმპორტირებული შემთხვევა, სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, 5 შემთხვევა არის ადგილობრივ ინფიცირებულთა კონტაქტები, 10 პაციენტს ვირუსი დაუდგინდა გარდაბანში ჩატარებული ტესტირებების შედეგად, 2 შემთხვევის წყარო კი ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს კვლევა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ კი, 22 ივლისის, მონაცემებით 15 მილიონს გადააჭარბა.